Sunday, July 28, 2013

წიგნები, რომლებიც უნდა მქონდეს წლის ბოლომდე

          ორჰან ფამუქი - "მდუმარე სახლი"
  

  „მდუმარე სახლი“ ცნობილი თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის, რიგით მეორე რომანია. იგი 1980–1983 წლებშია დაწერილი და ორჰან ფამუქის შემდგომი რომანების მსგავსად, დიდად პოპულარულია მისი სამშობლოს ფარგლებს გარეთაც; არაერთი უცხოური ლიტერატურული პრემიის მფლობელიცაა. რომანში წამოჭრილი პრობლემა – გაუცხოება – არახალია მსოფლიო ლიტერატურისათვის, მაგრამ ფამუქის – დიდი მწერლის ღირსება იმაშია, რომ კაცობრიობის მარადიულ სატკივარს მეტ სიმძაფრეს სძენს. ამას ერთვის აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის საკითხიც, რომელიც ფამუქის შემოქმედებაში პირველად სწორედ „მდუმარე სახლში“ წამოიჭრა და შემდეგ სხვა რომანებშიც გადავიდა. პირველად ამ რომანში გაბატონდა აზრი, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ზღვარის მოშლის მცდელობა განწირულია. ამ რომანის გმირი მიხვდა, რატომ არის აღმოსავლეთი აღმოსავლეთი და დასავლეთი – დასავლეთი.



    ერიკ-ემანუელ შმიდტი "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი"
ეს არის ათი წლის ბიჭუნას ღმერთისადმი მიწერილი წერილები, რომლებიც დედა-როზამ ანუ ვარდისფერმა ქალბატონმა აღმოაჩინა. ის ხშირად სტუმრობდა ბიჭუნას ბავშვთა საავადმყოფოში. წერილები ოსკარის ცხოვრების თორმეტ პოეზიით აღსავსე და იუმორით გაჟღენთილ დღეზე მოგვითხრობს, მხიარული და უცნაური პერსონაჟებით დასახლებულ თორმეტდღიან სამყაროზე.
ეს თორმეტი დღე ბიჭუნასთვის შესაძლოა სიცოცხლის ბოლო თორმეტი დღე აღმოჩნდეს, რომელიც ბებერი, კეთილი, მოსიყვარულე, ტყუილების გუდა დედა-როზას წყალობით მარადისობად იქცევა.



სუზენ კოლინზი "შიმშილის თამაშები" (1, 2)


 ოსტაპოკალიფსური სამყაროს 12 რაიონად დაყოფილ ქალაქ-სახელმწიფოს, პანემს, კაპიტოლიუმი მართავს და თავისი სრული ძალაუფლების შესახსენებლად ყოველწლიურ "შიმშილის თამაშებს" აწყობს. თამაში, რომელშიც თითოეული რაიონიდან 2-2 თინეიჯერი მონაწილეობს, ჩვეულებრივი სპორტული შეჯიბრება არ არის, ეს ბრძოლაა არსებობისთვის, რომელშიც გაიმარჯვებს ის, ვინც ცოცხალი გადარჩება, გამარჯვებული და მისი რაიონი კი ერთი წლით კაპიტოლიუმის მოწყალებით ისარგებლებენ. თამაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა და მისი ყურება პანემის ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა.
16 წლის გოგონა, ქეთნის ევერდინი უღარიბეს მე-12 რაიონში ცხოვრობს და თამაშების ერთ-ერთი მონაწილეა. მან იცის, რომ უნდა გაუძლოს ყველაფერს და ცოცხალი გადარჩეს, ხოლო გადარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენებს და მათ შორის, თავის თანარაიონელსაც გაანადგურებს. ეს შიმშილის თამაშების შეუცვლელი კანონია.
   თანამედროვე ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინზის ტრილოგია "შიმშილის თამაშები" პირველად 2008 წელს გამოიცა და გამოსვლისთანავე დაიპყრო მსოფლიო თინეიჯერების გულები. წიგნი 27 ენაზე ითარგმნა. მსოფლიო ბესტსელერად ქცეული რომანის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო კინოეკრანებზე მის მიხედვით გადაღებული ფილმი გამოვიდა.

ორჰან ფამუქი - "უმანკოების მუზეუმი"


   ორჰან ფამუქი პირველი თურქი რომანისტია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა. მწერალი 1952 წელს დაიბადა სტამბოლში. "რობერტ კოლეჯის"  დამთავრების შემდეგ არქიტექტურას სწავლობდა, თუმცა საბოლოოდ სწავლას თავი ანება და გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო.

   "უმანკოების მუზეუმი" - ფამუქის მერვე რომანი - 2008 წელს გამოვიდა. 30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია ძირითადად 1970-80-იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი მთავარი გმირი სტამბოლია - ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით.

    ”უმანკოების მუზეუმის”  წერისას ფამუქი რეალურ მუზეუმსაც ქმნიდა - ადგილს, სადაც რომანში აღწერილ სიყვარულის ისტორიასა და, ზოგადად, ეპოქასთან დაკავშირებულ ნივთებს გამოფენდა. მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა წიგნში აღწერილ სტამბოლის ერთ-ერთ უბან ჩუქურჯუმაში.


  
  ჩაკ პალანიკი "მებრძოლთა კლუბი"

ჩარლზ მაიკლ „ჩაკ“ პალანიკი დაიბადა 1962 წლის 21 თებერვალს პასკოში (ვაშინგტონი). უკრაინული წარმოშობის ნოველისტი და თავისუფალი ჟურნალისტი. მისი პირველი და ყველაზე ცნობილი წიგნია ”მებრძოლთა კლუბი”. “მებრძოლთა კუბი” 1996 წელს გამოქვეყნდა რომლის მიხედვითაც 1999 წელს დევიდ ფინჩერმა გადაიღო იმავე სახელწოდების ფილმი.

   ჯორჯ მარტინი - " სატახტოთა თამაშები"

 სატახტოთა თამაშები მხოლოდ პირველი ნაწილია ტრილოგიისა, ქართულად ჯერ-ჯერობით მხოლოდ ესაა ნათარგმნი,  სერიალის ყურების მერე კარგი იქნება ამის წაკითხვაც, დანარჩენი ნაწილებია: ხმლების ქარიშხალი, ცეკვა დრაკონებთან,  მეფეების შეტაკება, ლხინი ყვავებისთვის...

No comments:

Post a Comment