Monday, April 28, 2014

Top 10 List

                      
   ერთ-ერთ ბლოგზე წავაწყდი მსგავს პოსტს და გადავწყვიტე საკუთარიც შემექმნა, მაშ ასე, მე რომ მქონოდეს მხოლოდ ერთი ________ ცხოვრებაში, რომელს ავირჩევდი?


 1. სასმელი. ერთპიროვნულად ჩაი. ჩემი სიცოცხლის ელექსირი,  ხილის, ხის ქერქის, კენკრის, შავი, ყვითელი წითელი... მთავარია ჩაია, მათბობს მამშვიდებს და პოზიტივით მავსებს... მთელი ცხოვრება არ მომბეზრდება ამით გაჭყიპვა.


2. ქალაქი, სადაც ვიცხოვრებდი. ძალიან მიყვარს ბუნება, სიწყნარე, სიმშვიდე და საერთოდ არ მიყვარს ზღვა, მაგრამ სანტორინი ის გამონაკლისია რომელსაც არ ვეკამათები და ჩემს გემოვნებაში არსებობის ნებას ვრთავ. ძალიან ლამაზი ქალაქია, საბერძნეთში... სურათები ჩემზე უკეთ დაგანახებთ მის სილამაზეს.















3. ადგილი, სადაც გავატარებდი არდადეგებს.  ირლანდია. უკომენტაროდ.


4. ნუგბარი. ყოველთვის ვყვირივარ ნაყინისთვის... ჩემთვის მოიგონეს.


5. წიგნი.   სამოსელი პირველი. ამ წიგნს უკაცრიელ კუნძულზეც კი ვინატრებდი, რადგან ყველა ტიპის ადამიანი ცხოვრობს შიგ, არ მოვიწყენდი, ყოველ წაკითხვაზე ახალ რაღაცას გავიგებდი, თავიდან შემიყვარდებოდა დომენიკო და თავიდან მოვკვდებოდი მარიანად.

6.  სერიალი. გავიჭედე სატახტოთა თამაშებსა და კორეულ დორამებს შორის... რა ვქნა, რა გავაკეთო?! კენჭი ვყაროთ... და ჰოი, საოცრებავ, The Heirs  (상속자들 )... ალბათ მილიონჯერ მაქვს ნაყურები ყველა სერიას ჯერ არ მომბეზრებია, ალბათ მთელი ცხოვრებაც არ მომბეზრდება.




7. მულტფილმის გმირი ოთახის მეზობლად.  ჰოულის სოფი. წყნარი, გულისხმიერი, ყველაფერს გაგიგებს, დაგეხმარება, არ შეგაწუხებს, არ გეწუწუნება... იდეალური ვარიანტია :)

8. ცნობილი ადამიანი/მისი როლი. იმაზე ფიქრიც კი რომ მისი სახელი აქ უნდა დავწერო... ჩემს ბლოგზე პირველადნერვებს მაწყვეტს, ვერ ვაკარებ კლავიატურას ხელს, მაგრამ კეთილი იყოს მისი აქ მობრძანება... eeeeeeeeeek! Lee Min Ho/ გუ ჯუნ პიო... ყველას, ყველას სიამოვნებით გავიხდიდი მთელი ცხოვრების თანამგზავრად კიმ ტანსაც, ლი იონ სონსაც, ჩან იონსაც, ჯონ ჯინ ჰოსაც, მაგრამ, გუ ჯუნ პიოს ყველაფერი ერთად აქვს რაც დანარჩენებს ცალ-ცალკე. სილამაზე, ფული, ერთგულება, ზრუნვა, მისი სურვილების ასრულება, სიამაყე, ბოლომდე გატანის უნარი... მორჩა, მორჩა ვაქებ და თან ჩემ თავზე მეცინება :)




9.საჭმლის ტიპი. რადგანაც კორეას მივადექით საჭმელიც ავირჩიოთ რამიონი ან იმჩი, ამ ორი კერძის იმდენი რეცეპტი და ინტერპრეტაცია არსებობს  მთელი ცხოვრება არ მეყოფა ყველას გასასინჯად.









10. ნივთი. ჩემი ძველი, გაოხრებული iPod, რომელიც არასოდეს დაჯდება და არასოდეს გადაიტვირთება მეხსიერება. ძალიან მიყვარს, უკვე ექვსი წელია ერთად ვართ, ჩემი ძალიან კარგი მეგობარია და არც ვაპირებ მისი სხვა მოდელით შეცვლას.

No comments:

Post a Comment