Tuesday, September 22, 2015

ულამაზესი კორეა ანუ Places I Should See in Korea

ფრაზა "სანამ სხვაგან წახვალ ჯერ შენი სამშობლო ნახე" მარტო საქართველოში არაა ტენენციური, კორეის მოსახლეობის ნახევარიც წელიწადში ერთხელ მაინც მიდის საზღვარგარეთ სამოგზაუროდ, ისე რომ საკუთარი არ აქვს ნანახი... იქ იმდენი ლამაზი ხედია, იმდენი სილიანი სანაპირო, კლდიანი მთები და გემრიელი ისტორული ძეგლები რომ კორეელმა სხვა ქვეყნისკენ არც უნდა გაიხედოს.
  მე, სანამ წავალ, სხვა ჩექლისტებთან ერთად გავაკეთე სია, ადგილებისა რომელის ნახვაც მინდა მოვასწრო კორეაში ყოფნის დროს.


1. 성산일출봉 (სონსანის მწვერვალი)
მწვერვალი კუნძულ ჯეჯუზე მდებარეობს, უმღლესი წერტილი 180 მეტრზეა და დასახლებული პუნქიდან 30 წუთის სავალზეა, ამ მვერვალიდან შეგიძლიათ დატკბეთ წითელი მზის ულამაზეს ამოსვლას.
  ამას გარდა ჯეჯუ ყველაზე მიმზიდველი ადგილია სტუმრებისთვის, მზის ამოსვლის მუღამის გამო დავწერე თორემ იმდენი რამეა სანახავი რომ ცალკე ჩექლისტი ამისთვის შეიძლება გააკეთოს კაცმა.





2. 경상남도 남해 가천 다랭이마을 სოფელი დარანი


 პატარა სოფელი, რომელიც ნამჰეს რაიონის სამხრეთით მდებარეობს, ცნობილია თავისი ბრინჯის ტერასებით, რომლებიც ფერდობზეა გაშენებული. თვითონ სოფელი ღია ზღვის პირას მდებარეობს






3. 광안대교. გვანანის ხიდი.
 ეს ბრილიანტის ხიდი, მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბუსანში და ერთმანეთთან აკავშირებს სუიონის და ჰეუნდეს რაიონებს, ინჩონის ხიდის შემდეგ ის ქვეყანაში ყველაზე დიდია, 6500 მეტრის სიგრძის.  გვანანის ხიდი ცნობილია თავის განათებით და არაჩვეულბრივი ხედით დღეც და ღამეც



4. 경화역. კიონჰვას რკინიგზის სადგური.
ეს სურათი ალბათ ბევრს უნახავს, რატომღაც ალუბლების გამო ყველა იაპონიას მიაწერს, მაგრამ, ულამაზესი კიონჰვას რკინიგზის სადგური სამხრეთ კორეაში, ქალაქ ჩანვონში მდებარეობს.  თუმცა არა მარტო ეს სადგური, მთელი ქალაქი ულამაზესია, მთლიანად გარშემორტყმულია ნაძვის ტყეებით გადავსებული მთებით, ქალაქში კი ყველა ქუჩაზე ალუბლის ხეები შეგხვდებათ.







5. 우포늪 უპოს ჭაობი.
  ამისი სახელი კორეულად საყვარლად ჟღერს "უპო-ნუპ". 
უპოს კუნძული ყველაზე დიდი ჭარბტენიანი კუნძულია, რომელიც 140 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა, ეს ჭაობი 1500 სახეობის ცხოველის და მცენარის სახლია, ბევრი მათგანი გადაშენების პირას მყოფია.
 მნახველებს შეუძლიათ ველოსიპედით შემოიარონ კუნძული და ნახონ მიგრანტი ფრინველების ულამაზესი გუნდები





6. 울릉도 해안도로 ულრუნის კუნძულის სანაპირო ბილიკი
კუნძული ულრუნი, ცნობილია ასევე როგორც "მისტიკური კუნძული", და ყველაზე მიმზიდველი ადგილია სეულელებისთვის უიქენდის გასატარებლად.





7. 보문정 ბომუნის პავილიონი.

ეს პავილიონი მდებარეობს გიონჯუში, შილას დინასტიის ძველ დედაქალაში, მეორენაირად მას უწოდებენ მუზეუმს კედლების გარეშე. 
 წელიწადის ყველა დროს ძალიან ლამაზი სანახავია, გაზაფხულზე ალუბლის ყვავილობა, ზაფხულში სიმწვანე, შემოდგომაზე ფერების მთელი პალიტრა, ზამთარში კი თოვლის სისპეტაკე.




8. 합천 해인사 ჰეინსას ტაძარი, ჰაპჩონში.
მსოფლიოში ყველაზე ძველი ბუდისტური ძეგლი, იქ არის უძველესი ხის ბუდას ქანდაკება.
 ძეგლი იუნესკოს სიაშია შეტანილი





8.담양 죽녹원, დამიანის ბამბუკის ტყე

 ველური ბამბუკის ტყე, რომელიშიც პანდებს ვერ ნახავთ... იმდენად ხელშეუხებელია რომ კარგად თუ დააკვირდებით ველურ ჩაისაც იპოვით ხეების ძირებში... რა თქმა უნდა ზამთარში ულამაზესია






9. 경주 불국사. ბულგუკსას ტაძარი.

კიდევ ერთი იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ისტორული ძეგლი. უბრალოდ ძალიან ლამაზი ადგილი.








10. 세량제. სერიანჯე.
 ჰვასუნის რეზერვუარი, აშენდა 1969 წელს, მას შემდეგ უამრავი სახის მცენარე დარგეს გარშემო და ეხლა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია ფოტოგრაფიის მოყვარულებისათვის 








11. 광한루, გვანჰანის პავილიონი


12.  청산도, ჩონსონდო (სოფლის შარაგზა)


13. 한라산, ჰანრას მთა (that winter the wind blows, იქაა ეს მთა)



14. 파주 심학산 꽃밭, ყაყაჩოების ბაღი, შიმჰაკის მთა, პაჯუ




15. 황매산 철쭉축제, სამეფო აზალიების მინდვრები, ჰვანმეს მთა



16.  해운대 해수욕장, ჰეუნდეს სანაპირო ანუ პოლარული დათვის სანაპირო, ბუსანი




17. 남이섬, ნამის კუნძული





18. 아침고요수목원, დილის სიმშვიდის ბაღი



19. 삼광사, სამკვანის ტაძარი



20. 인제 빙어축제, ინჯეს ფესტივალი







ეს სულ მცირე ჩამონათვალია, მაგრამ იმედია ვისაც აქამდე კორეა ქეიპოპი ეგინა ცოტა აზრს შეიცვლის.


No comments:

Post a Comment